ფეხბურთი

2:45 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "აქამდე მსოფლიოზე მე ვბატონობდი, ახლა შვედეთის ჯერია"

ლოს ანჯელეს “გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, შვედებს მსოფლიოს ჩემპიონობა შეუძლიათ.

“მრავალი წელი მსოფლიოში მე ვდომინირებდი, ახლა კი შვედეთის ჯერია. ძალიან ვამაყობ და მაბედნიერებს, რომ შვედი ვარ. მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი, შვედეთი შორს წავიდოდა და შესაძლოა მოიგოს კიდეც. ვინც შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ბევრი პრობლემა შეექმნება და ვფიქრობ, ეს ყველამ იცის”, - განაცხადა იბრამ.

შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრებმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და გერმანიას აჯობა. იქამდე, პლეი-ოფში იტალია დაამარცხეს, ხოლო შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ჰოლანდია მოიტოვეს უკან.

სკანდინავიელები მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121345