ფეხბურთი

3:04 | 30.06.2018 | ნანახია 3110 - ჯერ

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ “ჩავესში” გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ჩავესმა” პორტუგალიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში შარშან წარმატებულად ითამაშა და 47 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ებრალიძეს – 26 წლის ჩვენებური ნახევარმცველი გასულ სეზონში ქვედალიგელ “ვიზეუში” გამოდიოდა, რომლის რიგებში 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მანამდე კი, სხვა და სხვა პერიოდში “ოლივეირენსესა” და “ჟილ ვისენტეს” ღირსებას იცავდა. ებრალიძეს საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:52 | 30.06.2018
O. Mertskhali (8101)

ვაა, შავებში, ტო?! )

14:39 | 30.06.2018
KoRBeN DaLLaS (24824)

საქართველოში ვისაც ავთო ჰქვია, უმეტესობას მოფერებით ავთუშას ეძახიან ხოლმე.
ამასაც ეგრე დაუძახონ. დაჟე ჯობია მაისურზეც "ავტუშ" დაიწეროს - პორტუგალიურად ხოშიანად ჟღერს

13:34 | 30.06.2018
mjgiri (8951)

შეიძლება გამოადგეს ნაკრებს

08:54 | 30.06.2018
ogafa (10135)

ყოჩაღ

03:42 | 30.06.2018
l_e_o_n_i (340)

ბოლო დროის ერთერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურალთელია, ძაან მონდომებული და იმედია ნაკრებშიც ითამაშებს ხშირად. წარმატებები....

0.147189