ფეხბურთი

23:15 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" სანტი კასორლა და ჯეკ უილშირი დატოვებენ

ლონდონის "არსენალს" სანტი კასორლა და ჯეკ უილშირი 30 ივლისს კონტრაქტის გასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ესპანელი ფეხბურთელი კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. კასორლამ 2016 წლის ოქტომბერში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ დაბრუნებულა, სულ კი "არსენალში" სანტიმ 180 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯერჯერობით უილშირის მომავალი უცნობია. ნახევარმცველი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია და 198 მატჩში თავი 14-ჯერ გამოიჩინა, თანაგუნდელებს კი 30-ჯერ გაატანინა.

0.119648