ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი კარიერას ამირიკული MLS-ის ბინადარ DC იუნაიტედში გააგრძელებს.
32 წლის ფეხბურთელსა და ამერიკულ კლუბს შორის 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ ბოლო სეზონი მშობლიურ “ევერტონში” გაატარა (31 მატჩი, 10 გოლი), ხოლო იქამდე იმავე “ევერტონის” (2002-2004) და “მანჩესტერის” (2004-2017) ღირსებას იცავდა.