ფეხბურთი

18:10 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხიდირას უძილო ღამეები

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი სამი ხედირა მსოფლიოს ჩემპიონატზე “ბუნდესნაკრების” განცდილი წარუმატებლობის შესახებ საუბრობს. “იუვენტუსის” გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, დაძინებას ვერ ახერხებს.

“დაძინება ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, ყოველთვის მეღვიძებოდა. ბევრი ტკივილი განვიცადე და ჯერჯერობით ვერ გავაანალიზე რა მოხდა. ძალიან ვწუხვარ გულშემატკივრების გამო და ბოდიშს ვუხდი მათ.

ეროვნული ნაკრებიდან წასვლა? – მესმის, რომ ახლა, ასეთი ტურნირის შემდეგ ეს კითხვა გაჩნდა, მაგრამ არ მსურს ვუპასუხო ცხელ გულზე და ემოციების ფონზე.

ლიოვი? – ჩემი აზრით, ის უნდა დარჩეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, თავად უნდა მიიღოს. ჩვენ არ ვიყავით მშვიდად და წნეხს განვიცდიდით.

არცერთი ჩვენგანი რუსეთში საუკეთესო ფორმაში მყოფი არ ჩასულა. თუმცა, მე არ მსურს თანაგუნდელების გაკრიტიკება. “იუვენტუსში” ჩატარებული ბოლო სეზონი ალბათ ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. თუმცა, რუსეთში მექსიკისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ საშინლად ვითამაშე. ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩემს კარიერაში და უნდა გავიგო რა მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების კრიტიკა საფუძვლიანია”, - განაცხადა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ქულით ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა.

0.120222