თამაშგარე

10:55 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯენა პეიჟი - სილამაზე ფლანდრიის მიწაზე

მიმდინარე საფეხბურთო მუნდიალზე ბელგიის ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ამ წარმატების დასაფასებლად და აღსანიშნად, წარმოგიდგენთ ბელგიელ მოდელთა შორის ერთ-ერთ ულამაზესსა და უსათუთესს - ჯენა პეიჟის, რომელიც ფლანდრიის ცის კაბადონზე სულ რაღაც 3 წლის წინ გამოჩნდა.

ჯენა პეიჟი მისი სხვა მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, არ დახარბებია მსუყე კონტრაქტებს და სამოღვაწეო ალაგად პარიზი, მადრიდი, რომი ან მილანი არ აურჩევია. ამ დიდებულ ასულს საასპარეზოდ და საგოგმანოდ ბრიუსელიც შესანიშნავად ყოფნის და წარმატებას საკუთარ ქვეყანაში რომ სულ სხვა გემო აქვს - ეს პეიჟის ქალმა როგორც ჩანს კარგად იცის.

მაშინ, როდესაც ბელგიელი ფეხბურთელები ინგლისის ნაკრებს უგებდნენ, ჯენა პეიჟი საბერძნეთში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე იყო წამოდრანგული და მზეს ეფიცხებოდა. თუკი ვინმეს გონია, რომ მომხიბვლელი მოდელები არ იღლებიან და მათ დასვენება არ სჭირდებათ - ნამეტანი შემცდარან...

0.153909