კალათბურთი

18:08 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "სერბეთს წინააღმდგებობას გავუწევთ"

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადების ბოლო სტადიაზეა. დღეს, ილიას ზუროსის გუნდმა სერბეთთან მატჩამდე ვარჯიში გამართა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს პირველად დაეხმარება.

„გუნდი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ წინააღმდეგობას გავუწევთ. იმედია, დარჩენილი ორი მატჩიდან ერთს მაინც მოვიგებთ, რაც ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობაც მოგვცემს. მეტოქეს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ვეცდებით, რომ შევუტიოთ და ჩვენი პლიუსები გამოვიყენოთ“, - განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩი 29 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის „სპორტის სასახლეში“ გაიმართება.

0.109037