სხვა

16:43 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ღია მედიის ტურნირი Ballroom-ში

30 ივნისს, თბილისის სავაჭრო ცენტრ გალერიში, გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და Ballroom ჩაატარებენ ბოულინგში მედიის ღია ტურნირს, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „ჩვენი ასოციაცია და Ballroom აგრძელებენ თანამშრომლობას და კოლეგებისთვის, საპატიო სტუმრებისთვის კიდევ ერთ ღონისძიებას ვატარებთ. დაწესებული იქნება სპეციალური პრიზები.“

გიორგი მურჯიკნელი (Ballroom, მენეჯერი): „მოხარული ვარ, რომ Ballroom კიდევ ერთ საინტერესო ტურნირს უმასპინძლებს. ვეცდებით, ყველა მონაწილემ კარგი დრო გაატაროს. მობრძანდით, გელოდებით.“

მონაწილეთა შორის იქნებიან ტელეკომპანიები „იმედი“, რუსთავი 2, რადიო „ჯაკო“, გაზეთი „ლელო“, სპორტის და კულტურის სამინისტროს გუნდები, თბილისის მერიის გუნდი, საკალთბურთო კლუბები „დინამო“ და „დელტა“, „საბვეი“, „გერმანული ლუდის სახლი“, საქართველოს სუმოს ფედერაციის გუნდი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გუნდი და სხვები.

ტურნირი მესამედ ჩატარდება. დაწყების დრო: 12:00.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.057797