ჭიდაობა

14:36 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ათეულები შეავსეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები დაასახელეს. 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 2-8 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება და ორივე სტილში ათ-ათ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრებს ყველა წონაში ეყოლება თითო მონაწილე.

ერთკვირიანი შეჯიბრების პირველ სამ დღეს ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. მედლების გათამაშება 3 ივლისიდან დაიწყება - პოდიუმზე 48, 55, 65 80 და 110 კილოგრამების ჩემპიონ-პრიზიორები ავლენ. 4 ივლისს კი საპრიზო სამეულები დარჩენილ ხუთ წონაში: 45, 51, 60, 71 და 92 კილოგრამებში შეივსება.

ბერძენ-რომაელები საქმეში 6 ივლისიდან ჩაებმებიან. 7-ში მედლები გათამაშდება 48, 55, 65, 80 და 110 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო 8 ივლისს – 45, 51, 60, 71 და 92 კილოგრამებში.

საქართველოს ნაკრები

ჭაბუკები

თავისუფალი ჭიდაობა

45 კგ - ლუკა გუგეშაშვილი

48 კგ - გიორგი გეგელაშვილი

51 კგ - გიორგი ჭოლაძე

55 კგ - დავით აბდალაძე

60 კგ - ბაჩო ავალიშვილი

65 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

71 კგ - ბაგრატ გაგნიძე

80 კგ - გიორგი ნებუნიშვილი

92 კგ - გიორგი ჩანქსელიანი

110 კგ - სოლომონ მანაშვილი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

45 კგ - ხვიჩა აბულაძე

48 კგ - დიმიტრი ხაჩიძე

51 კგ - გიორგი თოხაძე

55 კგ - გიორგი პერტაია

60 კგ - გიორგი ჩხიკვაძე

65 კგ - ხვიჩა ანანიძე

71 კგ - გიორგი შპეტიშვილი

80 კგ - გიორგი ცოფურაშვილი

92 კგ - ლაშა ტვილდიანი

110 კგ - მათე გოქაძე

0.114051