გერმანიის ნაკრების ფიასკოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენას საინტერესოდ გამოეხმაურა ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი.
ყველაზე ცნობილი გერმანული გამოცემის 2014 წლის 9 ივლისისა და 2018 წლის 28 ივნისის ნომრები ერთნაირი სათაურით გამოვიდა, რომელსაც რაღა თქმა უნდა, სხვა და სხვა ქვეტექსტი ჰქონდა”
“სიტყვების გარეშე!”, - დაწერა Bild-მა.
პირველ შემთხვევაში ეს სათაური მუნდიალის ნახევარფინალში მასპინძელ ბრაზილიასთან ისტორიულ გამარჯვებას ასახავდა (7:1), ხოლო მეორე ჯერზე, “ბუნდესნაკრების” ჯგუფში ჩარჩენას.