თანამედროვეობის ერთ-ერთ უშხვართეს და პოპულარულ მოდელს, რუს ირინა შეიკს რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე ბევრი ელოდა, თუმცა შეიკის ასულმა სტადიონებზე ხმის ჩახლეჩვამდე კივილს, სახლში დარჩენა და თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის და ქმრის გარემოცვაში ფეხბურთის ტელევიზორში ცქერა ამჯობინა.
ირინა შეიკი ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩენპიონატის დაწყებამდე ამბობდა, რომ მუნდიალზე მხარს მის მშობლიურ რუსეთის ნაკრებს უჭერდა და თქვენ წარმოიდგინეთ იმის ამბიციაც კი გააჩნდა, რომ რუსთა გუნდი შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.
ირინა შეიკის მეუღლე, ცნობილი მსახობი ბრედლი კუპერი ფეხბურთის მოყვარული ნამდვილადაა, თუმცა იგი ცხადია რუსეთის ნაკრების ქომაგობას არ აპირებდა და მისი არჩევანი არგენტინის საფეხბურთო ნაკრები გახლავთ. თუმცა არგენტინის უფანტაზიო თამაშის ფონზე ვინ იცის, შეიძლება ისიც ცოლის ჭკუაზე გადავიდეს.