ფეხბურთი

1:28 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ევროთასებიდან მოკვეთეს

იტალიური “მილანი” ევროთასებიდან მოკვეთეს. ეს ინფორმაცია დღეს უეფამ ოფიციალურად დაადასტურა. ასეთი მკაცრი სასჯელის მიზეზი სამართლიანი თამაშის პრინციპის დარღვევა გახდა.

კერძოდ, გასულ ზაფხულს “მილანმა” დაშვებულზე მეტი თანხა დახარჯა და უეფას დღემდე ვერ წარუდგინა ვალის დაფარვის გეგმა.

შედეგად, “როსონერი” ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა, სადაც დამდეგ სეზონში უნდა ეთამაშა. სასჯელი ერთწლიანია და იტალიელებს გადაწყვეტილებას გასაჩივრების უფლება აქვთ.

“მილანის” ნაცვლად ევროპა ლიგაზე იტალიას ფლორენციის “ფიორენტინა” წარადგენს.

0.117377