არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ნიგერიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ აცხადებს, რომ მათთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ახლა იწყება.
“ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა იწყება ჩვენი მუნდიალი, ახლა ყველაფერი ლამაზად იქნება. თანმიმდევრულობა არის ის, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ წინ წავიდეთ და ფინალში ვითამაშოთ. ბიჭებმა გულით ითამაშეს და ეს ჩვენი შანსია მომავლისთვის”, - განაცხადა სამპაოლიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა ჯგუფიდან 4 ქულით გავიდა. მერვედფინალში კი, 30 ივნისს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.