ჩოგბურთი

10:55 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალშია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/4 ფინალში გააღწია.

ნიკამ 1/8-ფინალში სერბი დუშან ლაიოვიჩი 6:4, 2:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 5 ეისი ჩააწოდა და 15 შესაძლებლობიდან სამი ბრეიკი შეასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი 1/4-ფინალში ჩეხ ჟირი ვესელის შეხვდება. მატჩი 28 ივნისს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

0.112969