“სასკი ბასკონიასა” და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ კონგრესზე გახდა ცნობილი:
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან პატივი მერგო მოთამაშეთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ვიყო ევროლიგის მოთამაშეების ასოციაციაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს და ერთად შეგვიძლია ბევრის გაკეთება”, - განაცხადა შენგელიამ.
ევროლიგის მოთამაშეთა პრეზიდენტი იტალიელი ჯიჯი დატომე გახდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები შენგელიას გარდა, კაილი ჰაინსი, მარსელო უერტასი და დერიკ ბრაუნი იქნებიან.