ფეხბურთი

1:15 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიური ზღაპრის ცუდი დასასრული

ხორვატიის ნაკრებს რეზერვიც გადასარევი ჰყავს. ეს ისაა, რაც უპირველესად უნდა აღინიშნოს ბოლო ტურის მატჩიდან. ზლატკო დალიჩმა ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა და იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც ამის შანსი აქამდე არ ჰქონიათ.

ისლანდიური ვულკანი კი, ორი წლის წინ საფრანგეთში ვიხილეთ, ამჯერად კი, მიუხედავად სასტარტო ფრისა არგენტინასთან, ვეღარ ვნახეთ. არადა, კუნძულელებს უმოტივაციო ხორვატია რომ დაემარცხებინათ, ჯგუფიდან გავიდნენ (პარალელური მატჩის შედეგიდან გამომდინარე). თუმცა, ვერ შეძლეს და სამშობლოში ერთი ქულით უწევთ დაბრუნება.

ისლანდიამ პირველ ტაიმში უკეთესად თამაშობდა და ანგარიშის გახსნა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა მომენტები ქარს გაატანა. აი, მეორე ნახევრის სტარტზე კი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მილან ბადელიმ ჯერ ხარიხას გაარტყა, ხოლო ცოტა ხანში აღარ შეცდა და მეტოქის კარის ბადეში მოათავსა ბურთი. ასე დამძიმდა ისლანდიელთა ვითარება, რომლებმაც გათანაბრება მაინც შეძლეს. გილფი სიგურდსონმა პენალტი გოლად აქცია.

ბოლო წუთებში ისლანდია წინ წავიდა და უკან ზონები მოაშიშვლა. ამით ივან პერიშიჩმა ისარგებლა და ხორვატიამ მოიგო – 2:1.

ხორვატიამ ჯგუფური ეტაპზე ქულაც არ დაკარგა. ეს ბალკანელთა ისტორიაში პირველად მოხვდა და ახლა ზლატკო დალიჩის ბიჭებს მერვედფინალი ელოდებათ. მეტოქე დანიის ნაკრები იქნება.

ისლანდია – ხორვატია 1:2 (0:0)

როსტოვი, “როსტოვ არენა”

მაყურებელი: 43 472

ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონი; საევერსონი, იგნასონი, რ. სიგურდსონი (ბ. სიგურდსონი 70), მაგნუსონი; გუნარსონი, ჰალფრედსონი; გუდმუსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი (ტრაუსტასონი 90); ფინბოგასონი (გუდმუნსონი 85)

მწვრთნელი: ჰეიმირ ჰალგრიმსონი

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი; იედვაი, ჩორლუკა, სალეტა-სარი, პივარიჩი; მოდრიჩი (ბრადარიჩი 65), ბადელი; პიაცა (ლოვრენი 70), კოვაჩიჩი (რაკიტიჩი 81), პერიშიჩი; კრამარიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გოლები: 0:1 ბადელი (53), 1:1 გ. სიგურდსონი (76, პენ), 1:2 პერიშიჩი (90)

გაფრთხილება: ჰალფრედსონი (59), ფინბოგასონი (64), საევერსონი (84) – პიაცა (14), იედვაი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 13 (2) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მილან ბადელი (ხორვატია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124787