ფეხბურთი

18:10 | 26.06.2018 | ნანახია 1045 - ჯერ

"დორტმუნდმა" ფრანგი მცველი დაიმატა

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “დორტმუნდმა” “მაინციდან” მცველი აბდუ დიალო დაიმატა. როგორც “ყვითლების” ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“მაინცმა” ფრანგი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ დიალო უნივერსალია და თამაში დაცვის მარცხენა ფლანგზე, დაცვის ცენტრსა და საყრდენ ნახევარმცველად შეუძლია.

გასულ სეზონში აბდუ დიალომ, რომელიც "მონაკოს" აკადემიის აღზრდილია, “მაინცის” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.062663
1045