სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:42 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია საუკეთესოთა შორისაა  

შოტლანდიაში გაიმართა ევროპის ხელბურთის ფედერაციის მორიგი კონგრესი, რომელზეც საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ დასახელდა საუკეთესო ორგანიზატორთა შორის, ხოლო ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე კონგრესმა EHF საარბიტრაჟო სასამართლოს წევრად დაამტკიცა.

გლაზგოს კონგრესზე საქართველოს ფედერაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და გეერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. თავდაპირველად განაწილდა ევროპის მომდევნო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება. კაცების ევრო 2022 გაიმართება უნგრეთსა და სლოვაკეთში, ხოლო ევრო 2024 - გერმანიაში. ქალთა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ სლოვენია, მაკედონია და მონტენეგრო, ხოლო ევრო 2024-ის მასპინძლობის საკითხი ჯერჯერობით ღიად დარჩა.

შემდეგ დასახელდნენ ლაურეატები: 2016 წლის საუკეთესო სპორტული რეიტინგის მქონე ქვეყანაა გერმანია, ხოლო 2017 წელს საუკეთესო იყო საფრანგეთი. პლაჟის ხელბურთში ორივე წელს ჯილდო ესპანეთმა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო ორგანიზატორების პრიზი გადაეცათ იმ ფედერაციებს, რომლებმაც მინიმუმ სამ უმაღლესი დონის საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლეს - საქართველოს, ლიტვას, პორტუგალიას, ხორვატიას, დანიასა და შვედეთს.

რაც შეეხება კობერიძის სახელბურთო არბიტრაჟის მოსამართლედ არჩევას, საქართველოს ფედერაციის გენერალური მდივანი 2017 წელს EHF აღმასკომმა უკვე აირჩია თანამდებობაზე, თუმცა, ამას დამტკიცება სჭირდებოდა კონგრესისგან, თანაც საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმით - აუცილებელი იყო ხმების ორი მესამედის მოგროვება. კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო: 41 მომხრე, 2 მოწინააღდეგე, ერთმა თავი შეიკავა.

სხვა საინტერესო საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წინადადება, რომლითაც EHF პრეზიდენტმა მიხაელ ვიდერერმა მიმართა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჰასან მუსტაფას: რადგანაც ევროპის ჩემპიონატი 2020 წლიდან უკვე გადადის 24-გუნდიან ფორმატზე, უპრიანი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვის 32-მდე გაზრდა, რათა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს რაც შეიძლება ნაკლები გუნდი დარჩეს მსოფლო ჩემპიონატის მიღმა. ვიდერერმა დაასახელა სიახლის სავარაოდო დროც: 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც დოქტორ მუსტაფას სამშობლომ, ეგვიპტემ უნდა უმასპინძლოს.

თეგებიხელბურთი
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.160845