მუნდიალზე არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფიასკოს შემდეგ, ბევრი ალაპარაკდა “ვერცხლისქვეყნელთა“ მწვრთნელის შეცდომაზე, რომელმაც მუნდიალზე გასული საფეხბურთო სეზონის ბრწყინვალედ ჩამტარებელი შემტევი, მაურო იკარდი არ წაიყვანა და შეტევის ხაზი ამით კიდევ უფრო დაასუსტა.
ალბათ გახსოვთ, რომ იკარდის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მთავარი მიზეზი მისი პირადი ცხოვრება იყო, რადგან მაურომ ყოფილ თანაგუნდელს, მაქსი როდრიგესს მეუღლე, ვანდა ნარა წაჰგვარა, თავად დაისვა ცოლად და შვილების კეთება დაშხოშიანად განაგრძო.
მწვრთნელისგან დაწუნებულ მაურო იკარდის კი ამასობაში ისღა დარჩენია თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ჯერ ეთიოპიაში,შემდეგ სეიშელის კუნძლებზე და ბოლოს კი ნიუ-იორკში დაისვენოს და თავის შვილებთან და მის ცოლთან და აგენტთან - ვანდა ნარასთან ერთად ფერად-ფერადი ფოტოები გადაიღოს. ამ ფოტოებით კი ყველა კარგად ვხედავთ, ვინაა ბედნიერი - იკარდი თავისი ოჯახით თუ სამპაოლი და არგენტინის საფეხბურთო ნაკრები.