თამაშგარე

10:28 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დღეს არგენტინას ლეო მესის ცოლი ტრიბუნიდან უქომაგებს

დღეს მთელი საფეხბურთო თუ ფეხბურთთან არცთუ დამეგობრებული მსოფლიო იმის ფიქრშია, შეძლებს თუ არა არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მათთვის ესოდენ დანავსული ჟამის გადალახვას და მოახერხებს თუ არა რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გაღწევას.

ეს საერთო ფიქრი, დარდი და განცდა არგენტინელთა კაპიტნის, ლეო მესის ცოლმა, ანტონელა რეკუზომაც შეისისხლხორცა და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მუნდიალზე რუსეთში ჩასვლას არ აპირებდა, ქმრისა და მისი თანაგუნდელების მხარდასაჭერად, ნახევარ მსოფლიოს გადაუფრინა და დღეს საღამოს ტრიბუნაზე ლეოს მეორე ნახევარსაც ვიხილავთ.

ანტონელა რეკუზო ამბობს, რომ მას არამხოლოდ იმედი აქვს, არამედ დარწმუნებულია, რომ “ალბისელესტე“ მოახერხებს და სასურველი შედეგით დაამარცხებს ნიგერიის ნაკრებს და ამის იმედს სენიორა ანტონელას ქმრის მონდომება და შემართება აძლევს. ასეთი რა მონდომება და შემართება ჩამოუყალიბდა ლაიონელს - ამას სულ რამდენიმე საათში გავიგებთ.

0.202521