ფეხბურთი

1:39 | 26.06.2018 | ნანახია 5731 - ჯერ

შაქირი, ჯაკა და ლიხშტაინერი - ფიფას სანქცია ცნობილია

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები შერდან შაქირი, გრანიტ ჯაკა და სტეფან ლიხშტაინერი დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ. შესაბამისად, სამივე მათგანი მუნდიალზე თამაშს გააგრძელებენ.

ფიფამ სერბეთთან მატჩში მომხდარ ინცინდენტზე იმსჯელა და ფეხბურთელებს მხოლოდ ფულადი სანქციები დააკისრა: გოლების ავტორები, ჯაკა და შაქირი 10 ათასი შვეიცარული ფრანკით, ხოლო კაპიტანი ლიხშტაინერი 5 ათასით დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გრანიტ ჯაკამ და შერდან შაქირიმ სერბეთის ნაკრების კარში გატანილი გოლები ალბანეთს მიუძღვნეს და ხელებით დროშის სიმბოლიკა, არწივი გამოსახეს. რაც შეეხება ლიხშტაინერს, რომელიც ზემოხსენებული ფეხბურთელებისგან განსხვავებით ნამდვილი შვეიცარიელია, მანაც იგივე გააკეთა, როგორც ჩანს, ემოციურ ფონზე...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:38 | 11.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ჯანმრთელობაზე მეფიქრება, ნეტა რამდენად კომპეტენტური ექიმ(ებ)ი ჰყავთ შტაბში?! ისედაც 3 ძალოსანით მივიღეთ მონაწილეობა ჩვენდა საგანგაშოდ და აქედან ლაშას ჩათვლით სამივეს ტრავმა ჰქონდა.

01:30 | 11.08.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ნეტა თუ მოისურვებს კიდევ ოთხი წლით სპორტში დარჩენას რომ მეოთხე ოლიმპიური ოქროთი უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი გახდეს.
ეს ნამდვილად სამოტივაციო მომენტია მისთვის, მთავარია ჯანმრთელობა.

0.077455
5731