ფეხბურთი

18:53 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - ურუგვაი პირველი ადგილისკენ მიიწევს, სალაჰმა ისევ გაიტანა

მსოფლიოს ჩემპიონატზე სტარტი აიღო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურმა. ამ წუთებში ორი მატჩი მიმდინარეობს A ჯგუფში, სადაც რუსეთი - ურუგვაის, ხოლო საუდის არაბეთი - ეგვიპტეს უპირისპირდება.

სამარაში, პირველი ადგილისთვის შეხვედრაში სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ურუგვაის წინააღმდეგობას ვერ უწევს. ლუის სუარესის გოლითა და დენის ჩერიშევიც ავტოგოლით "სელესტე" ადვილად იგებს - 2:0. რუსების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ტაიმის მიწურულს, როდესაც ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვა სმოლნიკოვს მოუწია. თუ მატჩი ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა, ჯგუფში სწორედ სამხრეთ ამერიკელები იპირველებენ.

რაც შეეხება მეორე მატჩს - ეგვიპტე პირველი გამარჯვებისკენ მიისწრაფვის, თუმცა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს. ანაგრიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, რომელმაც მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ტაიმის ბოლო ხუთ წუთში კი ეგვიპტელთა კარში ორი პენალტი დაინიშნა: 45 წლის ესამ ელ-ჰადარიმ ალ-მუვალადის აჯობა, ხოლო ხუთი წუთის მერე, მეორე პენალტი ალ-ფარაჯისგან გაუშვა და გუნდებმა გოლები გაცვალეს.

აღნიშნული მატჩების მეორე ტაიმები დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.176303