ბრაზილიის ნაკრებს დუგლას კოშტა გამოაკლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რომლის მოშუშებას 15-დან 30 დღემდე უნდა დასჭირდეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი შემტევისთვის მუნდიალი ნაადრევად დასრულდა. დუგლას კოშტას მეუღლემ კი, ტიტე გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მეუღლე 10 დღეში გამოჯანმრთლედება:
“დუგლასმა ვარჯიშის შემდეგ ტკივილი იგრძნო. “იუვენტუსში” გაცილებით მსუბუქი ვარჯიშებია, ვიდრე ბრაზილიის ნაკრებში. ვიცით, რომ ეს ტრავმა არაა ძალიან მძიმე და ვიმედოვნებთ, 10 დღის განმავლობაში შეძლებს გამოჯანმრთელებას”, - თქვა დუგლას კოშტას მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტამ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი თამაში ჩაატარა. კოსტა რიკასთან მან 45 წუთი ითამაშა და ნეიმარმა გოლი მისი გადაცემით გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტახუნს...
მანგარო