კალათბურთი

16:15 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია NBA-ს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და “სასკი ბასკონიას” ლიდერი თორნიკე შენგელია შესაძლოა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდეს. ესპანური Baskonia.elcorreo.com-ის ვრცელ სტატიაში საუბარია შენგელიასა და ვინსენ პოირეს NBA-ში შესაძლო გადაბარგებაზე.

წერილში ნახსენებია, რომ ქართველმა კაპიტანმა გუნდთან კონტრაქტი ერთი წლის წინ გაახანგრძლივა და “ბასკონიას” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში.

მიუხედავად ამისა, კალათბურთელი ოცნებობს ამერიკაში დაბრუნებაზე. ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ თორნიკე შესაძლოა ერთი სეზონი “ბასკონიაში” დარჩეს და ამის მიზეზად ევროლიგის 2018-2019 წლების სეზონის ოთხთა ფინალს ასახელებს, რომელსაც ვიტორია უმასპინძლებს.

ხსენებულ წერილში კონკრეტული გუნდები დასახელებული არაა. შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია NBA-ში უკვე თამაშობდა, “ბრუკლინ ნეტსისა” (2021-2014) და “ჩიკაგო ბულსის” (2014) რიგებში.

ქართველი კალათბურთელი გასულ სეზონში ევროლიგის გათამაშებაში საშუალოდ 25:29 წუთში 13.7 ქულას, 6.1 მოხსნას, 2.2 პასს, 0.8 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებდა. აქვე გეტყვით, რომ შენგელიამ "ბასკონიას" რიგებში ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც მადრიდის "რეალთან" სერიაში 1:3 დამარცხდა.

0.10211