ფეხბურთი

10:15 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "სეზონის დასაწყისი რთულია"

უკრაინის ჩემპიონმა დონეცკის “შახტარმა” 2018-2019 წლების სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და შეკრებაზე ავსტრიაში გადის.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კი, დონბასელთა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა საუბრობს, რომლის განცხადებით, მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისი რთულია.

“სეზონის საწყისი ეტაპი ყოველთვის ყველაზე რთულია, მაგრამ გვესმის, რომ ეს აუცილებელია ახალი სეზონის მომზადებისთვის, ფიზიკურად გაძლიერებისთვის. ჩვენ ვამუშავებთ რამდენიმე ტაქტიკურ სქემას.

სასიამოვნოა, რომ დღის ბოლოს თავისუფალი დრო მივიღეთ, წავედით საუნაში, საცურაო აუზში, აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი”, - განაცხადა ხოჭოლავამ.

0.115241