ფეხბურთი

13:21 | 24.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "მესი თანაგუნდელების პრობლემებს ვერ მოაგვარებს"

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიოს ჩემპიონმა დიეგო მარადონამ "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი და არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია გააკრიტიკა.

"ხალხს სჯერა, რომ სამპაოლი კომპიუტერებით, დრონებით და 14 ასისტენით პრობლემებს გადაწყვეტს. არგენტინამ არ იცის თუ რისთვის თამაშობს, პრობლემების გადაჭრის გზა არ აქვთ არც ნახევარდაცვაში, არც დაცვაში და არც შეტევაში. ფეხბურთის ასოციაციას მართავს ხალხი, რომელმაც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის." - განუცხადა Telesur-ს მარადონამ.

1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლიონელ მესის მხარი დაუჭირა და იგი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს.

"დღეს ყველა მესის ადანაშაულებს, მე კი მინდა ვთქვა, რომ მან ითამაშა როგორც შეეძლო და როგორც შეუძლია. შენი თანაგუნდელების პრობლემების გადაჭრა რთულია."

არგენტინის ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა და ერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. ბოლო შეხვედრას სამხრეთამერიკელები ნიგერიასთან გამართავენ, რომელსაც სამი ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. ხორვატიამ უკვე გაინაღდა მერვედფინალის საგზური და მესამე მატჩს ისლანდიასთან ჩაატარებს.

0.124691