ფეხბურთი

10:51 | 24.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "განცდა დამრჩა, რომ ბევრს გერმანიაში ჩვენი ჯგუფში ჩარჩენა სურდა"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შვედეთან მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კრიტიკის მიუხედავად ბუნდესნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შვედეთთან შეხვედრა 2:1 დასრულდა, გადამწყვეტი გოლი კი საჯარიმო დარტყმის შემდეგ კროოსმა გაიტანა: ტონიმ მარკო როისთან ბურთი ახლოში გაითამაშა და შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

"ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ ბევრი გვაკრიტიკებდა და დამრჩა განცდა, რომ ბევრს გერმანიაში ჩვენი ჩგუფში ჩარჩენა სურდა. მაგრამ არ გვინდოდა ასე მარტივად დასრულებულიყო ყველაფერი და კრიტიკოსებს კარგი პასუხი გავეცით." - ციტირებს Championat-ი გერმანელის სიტყვებს.

ჯგუფში გერმანიას და შვედეთს 3-3 ქულა აქვთ, ლიდერი კი მექსიკაა 6 ქულით. შემდეგი შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სამხრეთ კორეასთან ელოდება, ხოლო შვედეთი მექსიკას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122836