ფეხბურთი

16:02 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ქომაგები ტიტეს: "დუგლას კოშტა ძირითადში!"

ბრაზილიის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ტაიმი ჩაატარა (ორი მატჩი) და აქედან ყველაზე კარგად კოსტა რიკასთან მეორე ნახევარში გამოიყურებოდა.

ამაში დუგლას კოშტას წვლილიცაა, რომელიც ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებთან მოედანზე 46-ე წუთიდან ვილიანის ნაცვლად გამოჩნდა (შვეიცარიასთან არ უთამაშია).

27 წლის შემტევი ძალზე აქტიური იყო და თითქმის ყველა სახიფათო მომენტში მიიღო მონაწილეობა გაბრიელ ჟესუსის ძელიდან დაწყებული, ნეიმარის გაუქმებული პენალტით გაგრძელებული და იმავე ნეიმარის გოლით დასრულებული. კოშტამ საგოლე პასიც მიითვალა.

ბრაზილიელი ქომაგები კი, მთავარ მწვრთნელ ტიტეს დუგლას კოშტას ძირითად შემადგენლობაში გამწესებისკენ მოუწოდებენ სერბეთთან მესამე ტურის შეხვედრაში და დიდი ალბათობით, ასეც იქნება.

დუგლას კოშტას “იუვენტუსში” წარმატებული სეზონი ჰქონდა და გუნდის საუკეთესო მეპასე გახდა 12 საგოლე გადაცემით (4 გოლი).

0.117915