ფეხბურთი

14:22 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" კვირკველიას ფასი დაადო

საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიას მოსკოვის “ლოკომოტივი” 10 მილიონ ევროდ შეელევა. Championat-ის ინფორმაციით, რუსეთის ჩემპიონი მზადაა 26 წლის ფეხბურთელი “ლესტერ სიტის” დაუთმოს, თუ ინგლისური გუნდი ზემოხსენებულ თანხას გაიღებს.

თუმცა, მიუხედავად რამდენიმე გუნდის ინტერესისა, “რკინიგზელთათვის” ოფიციალური წინადადებით ამ დროისთვის არავის მიუმართავს და მათ შორის, არც “ლესტერს”.

რამდენიმე დღის წინ კი, თავად კვირკველიამ დაადასტურა, რომ მისი აგენტი ინგლისის 2016 წლის ჩემპიონთა მოლაპარაკეკებს აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონი გახდა, პრემიერლიგაში კი 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.118752