რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები შესაძლოა, დოპინგზე შეამოწმონ. აშშ-ს ანტი-დოპინგური სააგენტოს (USADA) ხელმძღვანელი ტრევის ტაიგარტი ფიფას რუსი ფეხბურთელების შემოწმებისკენ მოუწოდებს.
როგორც ტრევისმა განაცხადა, ეს აუცილებელია, რადგან საზოგადოების ნდობა უზრუნველყოს მსოფლიოს ჩემპიონატისადმი.
“რუსეთის ნაკრები აქტიურად უნდა შემოწმდეს. განსაკუთრებით, ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩატარებული მატჩების მიხედვით გამორჩეულები არიან”, - თქვა ტაიგარტმა ბრიტანულ Telegraph-თან საუბრისას.
თავის მხრივ ფიფამ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა: “როდესაც ტურნირი მიმდინარეობს, ჩვენ კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია”.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გამართული მატჩების მიხედვით საშუალოდ ყველაზე მეტი სამმა რუსმა ფეხბურთელმა ირბინა: ალექსანდრ გოლოვინი – 11.853 კმ, ალექსანდრ სამედოვი – 11.679 კმ, იური გაზინსკი – 11.392 კმ. ამავე ნუსხაშია რომან ზობნინი – 10.850 კმ.
გოლოვინზე, სამედოვზე და გაზინსკიზე მეტი მანძილი ჯერჯერობით არავის დაუფარავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საუდის არაბეთი (5:0) და ეგვიპტე (3:1) დაამარცხა და 1/8 ფინალში თამაში გაინაღდა. მასპინძლები მესამე ტურში 25 ივნისს, ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.