თვითმფრინავმა, რომლითაც პერუს ნაკრების გულშემატკივრები მგზავრობდნენ, ლამის კატასტროფა განიცადა. როგორც RPP იტყობინება, ეკატერინბურგიდან მოსკოვში მიმავალ Utair-ის ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პანიკისგან თავიდან საცილებლად მორტგამცილებელებმა ეკიპაჟის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და არ დაუწყიათ იმის განმარტება, თუ რა მოხდა.
საგულისხმოა, რომ ეს უკვე მეორე ინცინდენტია. ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ნაკრების მომსახურე თვითმფირნავის ძრავს გაუჩნდა ცეცხლი. საბედნიეროდ, ორივე შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა.