ფეხბურთი

11:11 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარიო სრნა სერია A-ში ითამაშებს

ხორვატიის ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი დარიო სრნა კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ, “კალიარიში” გააგრძელებს. როგორც სარდინიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ვეტერან ხორვატთან ხელშეკრულება 1+1 წლის ვადით გაფორმდა.

სრნა “კალიარის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამრიგად, დარიოსა და “შახტარს” შორის 15-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. სრნამ 2003 წლიდან დღემდე დონბასელთა რიგებში უკრაინის მასშტაბით ყველაფერი მოიგო, ერთხელ კი, ევროპა ლიგაზეც იმარჯვა.

36 წლის დარიო სრნამ, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, რადგან დოპინგზე ჩავარდა, “შახტარის” ღირსება ჯამში 536-ჯერ დაიცვა და 49 გოლი გაიტანა. იქამდე კი, სპლიტის “ჰაიდუკში” ირჯებოდა.

ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში სრნას ანგარიშზე 134 მატჩი და 22 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114592