ფეხბურთი

10:42 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ყველამ არ იცის, რა გამოვიარე წარსულში"

ბრაზილიამ მოიგო, ნეიმარმა გოლი გაიტანა და ნეიმარმა ნამატჩევს იტირა. სამხრეთ ამერიკელმა ვარსკვლავმა განმარტება გააკეთა, თუ რატომ აუცრემლიანდა თვალები კოსტა რიკის (2:0) ძლევის შემდეგ.

“ყველამ არ იცის რა გამოვიარე წარსულში. ჩემი ცრემლები, სიხარულის ცრემლები იყო, ცუდი პერიოდის გადალახვისა და გამარჯვების. ცხოვრება არასდროს ყოფილა ადვილი და ახლაც ასე იქნება. ოცნება გრძელდება, არა ოცნება, არამედ მიზანი!”, - დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრების ორი ტურის თავზე 4 ქულა აქვს და 1/8 ფინალში გასასვლელად ბოლო ტურში სერბეთთან ფრედ დააკმაყოფილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121509