ფეხბურთი

22:00 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-ს მარკ ვან ბომელი გაწვრთნის

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ ვან ბომელმა პსვ ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ეინდჰოვენთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბომელი ფილიპ კოკუს ჩაანაცვლებს, რომელიც "ფენერბაჰჩეს" გაწვრთნის. ასევე, ჰოლანდიელი პსვ-თან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბომელი ამჟამად ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელის ბერტ ვან მაარვიკის თანაშემწედ მუშაობს და მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბი მას ოფიციალურად წარადგენს.

0.11432