მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა სერბეთის და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. მატჩი კალინინგრადში 22:00 საათზე დაიწყება. E ჯგუფში მეორე წრის ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა და ბრაზილიამ კოსტა რიკა 2:0 დაამარცხა.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გთავაზობთ სერბეთის და შვეიცარიის სასტარტო შემადგენლობებს:
სერბეთი: სტოიკოვიჩი, კოლაროვი, ტოშიჩი, მილენკოვიჩი, ივანოვიჩი, მილივოიევიჩი, მატიჩი, ტადიჩი, კოსტიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, მიტროვიჩი
მთავარი მწვრთნელი: მლადენ კრსტაიჩი
შვეიცარია: ზომერი, ლიხშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, , ბეჰრამი, ჯაკა, შაქირი, ჯემაილი, ცუბერი, სეფეროვიჩი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი







