მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე წრის მეორე შეხვედრა ნიგერიის და ისლანდიის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ფრე 0:0 გახლავთ.
45 წუთის განმავლობაში უპირატესობას ისლანდიელები ფლობდნენ და რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. გილფი სიგურდსონს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მეკარემ აჯობა. აფრიკელებმა კი პირველ ტაიმში ერთხელაც კი ვერ დაარტყეს კარისკენ.







