სხვა

13:28 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჩხერეში ოლიმპიური სკვერი და ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა

საჩხერეში გაიხსნა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზი, ასევე ოლიმპიური სკვერი. ამ სკვერში ვარსკვლავები გაუხსნეს ლაშა ტალახაძეს და კიდევ ერთ საჩხერელ ოლიმპიურ ჩემპიონს გიორგი ასანიძეს.

ამიერიდან სჩხერელი ძალოსნები თანამედროვე სპორტულ კომპლექსში, საუკეთესო პირობებში ივარჯიშებენ.

ლაშა ტალახაძემ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქართული სპორტის და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებს მისი სპორტული წარმატებების ასეთი დაფასებისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

„ლაშა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას, როგორც უმაღლესი კლასის სპორტსმენი და ძალიან კარგი პიროვნება. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს ქვეყანას. ასევე მჯერა, რომ ლაშას გზას არაერთი ახალგაზრდა გაჰყვება არა მარტო საჩხერეში, არამედ - მთელ საქართველოში. ლაშას და მთელ ქართულ სპორტს ვულოცავ ამ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს - შესანიშნავი დარბაზის გახსნას,"- განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10426