ჩოგბურთი

10:45 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის უმძიმესი გამარჯვება

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონს ჰალეს ტურნირის 1/8-ფინალში გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა.

როჯერი ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდა. პირველი სეტი შვეიცარიელმა იოლად 6:3 მოიგო. მეორე პარტიაში მოულოდნელად ფრანგი უკეთ ათამაშდა და მანაც 6:3 იმარჯვა. მესამე გადამწყვეტ სეტში 6:5-ზე როჯერის სასარგებლოდ, ფედერერს ორმაგი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკი დაინიშნა. პერს ორი მატჩ-პოინტი ჰქონდა, როჯერმა ორივე გადაარჩინა და საბოლოოდ 9:7 მოიგო.

ფედერერი მეოთხედფინალში მეთიუ ებდენს შეხვდება, მატჩი 22 ივნისს 15:30 საათზეა ჩანიშნული.

0.113366