ფეხბურთი

2:45 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოთლები, გინება და შეფურთხება - სამპაოლი რისხვის ობიექტია

არგენტინა აგონიაშია და ხორხე სამპაოლი ყველას სძულს. ხორვატიასთან (0:3) მტკივნეული მარცხით გაცოფებულმა ინჩასებმა “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელისკენ გაიწიეს და გვარიანი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

Diario-ს ინფორმაციით, ნიჟნი ნოვროგორდში გულშემატკივრებმა სამპაოლის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები დაუშინეს და იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მისი მიმართულებით გადააფურთხეს კიდეც...

მოკლედ, არგენტინის ნაკრებში რთული ვითარებაა. ფანების გაღიზიანებაც საფუძვლიანია, რადგან მათი მშობლიური გუნდის ფიასკომდე ერთ ნაბიჯშია.

0.118762