ფეხბურთი

20:57 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა - ხორვატია: შემადგენლობები ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი დღის ბოლო მატჩი არგენტინის და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. შეხვედრა ნიჟნი ნოვგოროდში 22:00 საათზე დაიწყება. არგენტინამ D ჯგუფის პირველ მატჩში ისლანდიის დამარცხება ვერ შეძლო და ერთი ქულა აქვს, ხოლო ხორვატიამ ნიგერიასთან დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა და ჯგუფს ლიდერობს.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ზლატკო დალიჩის და ხორხე სამპაოლის სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება:

არგენტინა (4-2-3-1): კაბალიერო, მერკადო, ტალიაფიკო, აკუნა, მასკერანო, ოტამენდი, სალვიო, მესა, პერესი, მესი, აგუერო;

მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ხორვატია (3-4-3): სუბაშიჩი, ვრსალიკო, სტრინიჩი, ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი, პერისიჩი, მანჯუკიჩი

მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

0.090409