საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მერვედფინალში ბორნა ჩორიჩთან 4:6, 2:6 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ხორვატი ჩოგბურთელი კარგად ასპარეზობს და ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა.
განვლილ შეხვედრაში ბასილაშვილმა სამი ეისი მოაწოდა, ხოლო ჩორიჩმა - შვიდი. ქართველმა ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბორნამ ნიკოლოზს ქულა ერთხელ აჩუქა. საბოლოოდ ბასილაშვილისთვის გერმანიაში თამაში ნაყოფიერი გამოდგა, რადგან რეიტინგში მინიმუმ ცხრა ადგილით დაწინაურდება.