ინგლისური “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ემრე ჯანი კარიერას “იუვენტუსში” გააგრძელებს. 24 წლის გერმანელი ტურინში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით უკვე გაიარა.
ემრე ჯანი “ბებერ ქალბატონთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს. იტალიის ჩემპიონმა გერმანელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა.
ემრე ჯანი “ლივერპულში” 2014 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე ლევერკუზენის “ბაიერის” წევრი იყო. გასულ სეზონში “წითლების” შემადგენლობაში 38 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
ემრე ჯანი “იუვენტუსის” მატია პერინის შემდეგ მეორე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე.