კალათბურთი

16:00 | 21.06.2018 | ნანახია 1614 - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში “კრალოვკა არენაზე”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პრაღის “კრალოვკა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან სტამბოლის გავლით ჩეხეთში ჩასული ნაკრების წევრები ილიას ზუროსმა დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად მოთელვები შეასრულეს, სროლებში და მცირეოდენ კომბინაციებში ივარჯიშეს და დასასვენებლად სასტუმროში გაბრუნდნენ.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მოთამაშეები 21 ივლისს მხოლოდ საღამოს ივარჯიშებენ, სადაც ჩეხეთთან 22 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის გენერალურად მოემზადებიან. რაც შეეხება მოთამაშეთა მზადყოფნას, ტრავმა არავის აწუხებს. თბილისში, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ფეხნატკენმა მიხეილ ბერიშვილმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები პრაჟის “კრალოვკა არენაზე” 2 საკონტროლო მატჩს გამართავს ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან. 22 ივნისის მატჩს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ჩეხეთის ტელევიზია გადმოსცემს https://www.ceskatelevize.cz/sport/zive-vysilani/ რაც შეეხება მეორე, 23 ივნისს დაგეგმილ მატჩს, იგი დახურული იქნება. მატჩის დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და არ იწარმოებს არც სტატისტიკა.

GBF.GE

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:46 | 22.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (9832)

დღეს იყო დრაფტი და საინტერესო სიახლეებია დადეთ რამე

13:46 | 22.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (9832)

დროზე მოვიდეს 29

12:27 | 22.06.2018
sturtuc (3194)

იყო წუხელ.

20:48 | 21.06.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ნბას დრაფტი როდის არის ხო არ იცით?

16:04 | 21.06.2018
qomagi (697)

ეტყობა ბომბა-სიურპრიზს უმზადებს ზუროსი სერბებს

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.073725