ფეხბურთი

13:51 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაჯა ნაინგოლანი "ინტერში"

მილანის “ინტერი” გაძლიერებას განაგრძობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნერაძური” ძალიან ახლოსაა “რომას” ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის შეძენასთან.

მეტიც, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ტრანსფერს წინა აღარფერი უდგას. “ჯალოროსი” 30 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროსა და ორი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების მიიღებს – დავიდე სანტონისა და ნიკოლო ძანიოლოს.

ნაინგოლანის “ინტერში” გადაყვანის მთავარი ინიციატორი ლუჩანო სპალეტია, რომელიც გამოცდილ ფეხბურთელს “რომაში” უკვე ავარჯიშებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ნერაძური”, რომელიც 6-წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, შემადგენლობას აძლიერებეს. ნაინგოლანამდე “ინტერმა” სტეფან დე ვრეი და ლაუტარო მარტინესი გაიფორმა.

რაჯა ნაინგოლანი “რომას” ღირსებას 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული იცავს. გასულ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

0.119073