ფეხბურთი

12:25 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა - ხორვატია: "ალბისელესტე" ცვლილებებით

მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი D ჯგუფში შედგება, სადაც არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებები შეხვდებიან. “ალბისელესტე” პირველ ტურში წარუმატებლობის შემდეგ დიდი წნეხის ქვეშაა.

ხორხე სამპაოლის ისლანდიასთან (1:1) ფრის მერე კრიტიკა არ მოკლებია და დღეს მის გუნდს ყველა გზა მოჭრილი აქვს, გარდა გამარჯვებისა.

მეტოქე კი, სერიოზულია – ხორვატიის ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და სამხრეთ ამერიკელებს გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევთ პირველი გამარჯვებისთვის. ამასობაში, სამპაოლი ტაქტიკურ ცვლილებებს გეგმავს.

წინა მატჩთან შედარებით არგენტინელთა რიგებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება სასტარტო შემადგენლობაში და ამასთან, იქნება ახალი სქემაც. სამპაოლი დღევანდელ შეხვედრაში 3 მცველით აპირებს თამაშს და არგენტინის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

(3-4-3): კაბალიერო; მერკადო, ოტამენდი, როხო; სალვიო, მასკერანო, ლო სელსო, აკუნია; მესი, აგუერო, პავონი.

როგორც ხედავთ, პირველი ტურისგან განსხვავებით არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილება იქნება. გაბრიელ მერკადო, ჯოვანი ლო სელსო, აკუნია და კრისტიან პავონი პირველად გამოჩნდებიან სასტარტო შემადგენლობაში.

არგენტინა – ხორვატიის მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114128