თამაშგარე

11:30 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიზ სოლარის “ალბისელესტე“ აფიქრებს

სხვა მრავალ ლამაზმანთან ერთად, როგორც იცით, არგენტინის ნაკრების თილისმობაზე თავს, ყოფილი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის და, ფოტომოდელი ლიზ სოლარიც დებს, რომელიც ნამეტნავად თავაშევებული ვინმეა და გულისსწორებს საცვლებივით სწრაფად და მარტივად იცვლის.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს წყდება არგენტინის ნაკრების ბედი და თუკი “ალბისელესტემ“ დღესაც ვერ მოახერხა ნანატრი გამარჯვების მიღწევა, ჩნდება რეალური საფრთხე, რომ მუნდიალს უსახელოდ დაემშვიდობოს, რაც სხვა მრავალ ქომაგთან ერთად, ლიზ სოლარისაც ადარდებს, აღელვებს და აფორიაქებს.

სწორედ სანტიაგო სოლარის გადარეული და გახლდათ იმის ინიციატორი, რომ თუკი დღეს არგენტინის ნაკრები გაიმარჯვებს, არგენტინის ყველაზე ცნობილი ათი მოდელი სპეციალურად ამ გამარჯვებას ერთობლივ ფოტოსესიას მიუძღვნიან. ლიზ სოლარი დარწმუნებულია, რომ არგენტინის ნაკრები ამჯერად მაინც გაამართლებს მათ იმედებს, თორემ იქ ამბავი დატრიალდება - მტერს და ავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110193