ფეხბურთი

1:36 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამრაბატი მსაჯს აკრიტიკებს: "ეს მუნდიალია და არა ცირკი!"

მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი ნორდინ ამრაბატი პორტუგალიასთან (0:1) მატჩის მთავარ მსაჯს აკრიტიკებს. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ამერიკელი არბიტრი მარკ გეიგერი კრიშტიანუ რონალდუს მაისურს სთხოვდა და მისი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა.

“არ ვიცი, რა გააკეთა, მაგრამ ვნახე, რომ ის რონალდუსგან შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და მაისურიც სთხოვა შესვენებაზე. ეს მუნდიალია და არა ცირკი!”, - განაცხადა ამრაბატმა.

მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები მსაჯისგან ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვნდნენ, როდესაც პეპემ თავდამსხმელი ბუტაიბი წააქცია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აფრიკელებმა საწყისი ორი მატჩი წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129109