ჩოგბურთი

20:12 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის 1/8 ფინალშია

ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში წარმატებული სტარტი აიღო ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც გერმანელი რუდოლფ მოლეკერი ორ სეტში დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტში უფრო მეტი ოფლის დაღვრა მოუწია და ოდენ ტაიბრეიკზე მიაღწია წარმატებას – 7:6. აღნიშნული შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩი ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, გერმანელმა პირველი გეიმი მოიგო, მაგრამ მერე შეხვედრა არ გაგრძელებულა წვიმის გამო. დღეს კი, ნიკამ მეტოქის დამარცხება შეძლო.

ბასილაშვილი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 21 ივნისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრას ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწია თამაში, სადაც დენის დუკლასთან დამარცხდა, მაგრამ მოგვიანებით პეტერ გოიოვიჩმა ტრავმის გამო ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა და ტურნირის ორგანიზატორებმა ჩვენებურს “იღბლიანი წაგებულის” სტატუსი მიანიჭეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეს შანსი ჩინებულად გამოიყენა და ერთი ეტაპი უკვე წარმატებით გაიარა.

0.115925