აჭარის ტელევიზიის გადაცემის „კვირის მთავარი“ სტუმარი იყო ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი და, ამავდროულად, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელმაც 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ოლიმპიადამდე დარჩენილი 100 დღის განმავლობაში, როდესაც ყოველი წუთი ფასეულია, მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა და იმის გათავისებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებას მასპინძლობს საქართველო. საუბარი იყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სტუმრების ღირსეულად მასპინძლობის საკითხებზეც. ბატონმა ზურაბმა მადლობა გადაუხადა კომპანიას, რომელიც დღეს იმ სივრცის მშენებლობაში მონაწილეობს, სადაც ოლიმპიადა გაიმართება. ასევე ისაუბრა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალსა და მის მნიშვნელობაზეც, რომელიც 23 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება და სტუმრებს უამრავ სიურპრიზს პირდება. როგორც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა - ეს იქნება საქართველოს კულტურული იერსახის მაქსიმალური წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, სადაც საქართველოს თითქმის ყველა ვარსკვლავი კი ჩაერთვება. ინტერვიუს ბოლოს კი ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხნენ, რომლის ერთადერთი კანდიდატი ზურაბ აზმაიფარაშვილია. ფიდეს საპრეზიდენტო კანდიდატებს კი ნამდვილად ცხელი არჩევნები ელით.
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი