ფეხბურთი

14:48 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი მზადაა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მწყობრშია. “კრასნოდარმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ქართველი შემტევი გუნდთან ერთადაა.

რაც მთავარია, თორნიკემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

26 წლის ქართველ შემტევს საკმაოდ უიღბლო პერიოდი ედგა კარიერაში, ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა. ოქრიაშვილი ბოლოს მოედანზე გასული წლის 29 სექტემბერს იყო, როდესაც ტულის “არსენალთან” მატჩში დაშავდა.

არადა, მაშინ ჩვენებური ახალი დაბრუნებული იყო მინდორზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ. გასულ სეზონში თორნიკემ რუსეთის პრემიერლიგაში 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121853